ეგვიპტეში ტურისტული ნაკადის შემცირების გამო 220 სასტუმრო დაიხურა

ეგვიპტეში ტურისტული ნაკადის შემცირების გამო 220 სასტუმრო დაიხურა.

ყველაზე მეტად დაზარალდა შარმ ელ-შეიხის საკურორტო ზონა, სადაც 54-მა სასტუმრომ შეწყვიტა მუშაობა. ხურგადაში ჰამში 32, მარსა ალამში კი 35 სასტუმრო დაიხურა. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ეგვიპტეს მხოლოდ 3 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. სასტუმროების ადმინისტრაციებში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტად ტურისტული ნაკადი რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან შემცირდა.