უკრაინიდან შაქრის ყველაზე მსხვილი ექსპორტი საქართველოზე მოდის

2016 წლის ბოლომდე უკრაინის შაქრის მწარმოებელი კომპანიები 250 ათასი ტონა თეთრი შაქრის ექსპორტს გეგმავენ.

უკრაინის შაქრის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, უკრაინული შაქრის ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტი საქართველოში განხორციელდება. პირველ სამეულში ასევე არიან ისრაელი და აზერბაიჯანი.

ივლისში უკრაინამ 27,98 ათასი ტონა შაქრის ექსპორტი განახორციელა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყანამ შაქრის დიდი ნაწილის, 35%-ის ექსპორტირება საქართველოში მოახდინა.