2017 წელს ნავთობზე ფასი 61 დოლარამდე გაიზრდება

საინვესტიციო ბანკის America Merrill Lynch-ის ანალიტიკოსთა პროგნოზით, მომავალ წელს „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 61 დოლარს მიაღწევს.

ამერიკული ბანკის ანალიტიკოსთა მტკიცებით, ნავთობის ფასი მჭიდროს არის დაკავშირებული დოლარის კურსთან და მათ პროგნოზზე გავლენას იქონიებს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის პოზიცია.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ჯანეტ იელინმა განაცხადა, რომ სულ უფრო მეტი საფუძველი არსებობს რეფინანსირების განაკვეთის ზრდისთვის. თუმცა, იელინს არ დაუსახელებია, კონკრეტულად როდის მოხდება საპროცენტო განაკვეთის გაზრდა.

„რეფინანსირების განაკვეთის ზრდა დოლარის გამყარებას შეუწყობს ხელს, რაც ნავთობის გაძვირებას გამოიწვევს, რადგან „შავი ოქრო“ უფრო გაძვირდება ტრეიდერებისთვის, რომლებიც ოპერაციებს სხვა ვალუტაში აწარმოებე“, - აღნიშნავენ America Merrill Lynch-ის ანალიტიკოსები.

გასული კვირის ბოლოს „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 49,58 დოლარი შეადგინა.