საქართველოს ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია სტუმრობს

საქართველოს 28-29 აგვისტოს ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ქალაქ ბოჯნურდის დელეგაცია სტუმრობს, რომელსაც ბოჯნურდის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მოჰამად სამადი ხელმძღვანელობს. დელეგაცია შედგება 22 კომპანიის წარმომადგენლებისგან რომელთა შორის არიან კომპანიები: MAJED, FAM FOOM, KALA BOJNORD, GOLCHIN FOAM, PARTO SARIR, BARGE SABZ, BOJNURD PLASTIC, NOOSHIN NASR, ROKHAM SAZE. ამასთანავე კომპანია „საბქე ბართარის“ გენერალური დირექტორი მოჰსენ ფალლაჰი და მისი მოადგილე ქალბატონი ფათემე დანიალი.

დელეგაციის წევრები წარმოადგენენ ირანის ბიზნესის ისეთ სფეროებს როგორებიცაა: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სასუქის წარმოება, ყვავილებისა და ხილის ნერგები, საკვები პროდუქტის წარმოება, სამედიცინო საშუალებები (სისტემები და შპრიცები), დეკორატიული ნივთები, მშენებლობა, რკინის კონსტრუქციებისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ნავთობროდუქტები.

დღეს საქართელო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ირანელ ბიზნესმენთა დელეგაცია, რომელთათვისაც საქართველოში ძირითადი ინტერესის სფეროებს წარმოადგენს: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, საკვები პროდუქტები და ა.შ. შეხვედრის მიზანია ირანელი ბიზნესმენებისათვის საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო-საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართელოში ირანის საელჩოს ეკონომიკის ატაშე ალი შაფაყი, საქართველოს სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, ჰუალინგ გრუპი, შპს „კაპიტალ მენეჯმენტი“, საქართველო-ირანის სავაჭრო პალატის წევრები: რაჰიმ აბაჩი, ეჰსან აქბარლუ, მოჰამად ჰოსეინზად ფანაჰი და საქართველოში მოღვაწე სხვა ირანელი ბიზნესმენები.