"ღარიბი, დაჩაჩანაკებული, წელში გაწყვეტილი და გაუბედურებული, მათხოვრებად ქცეული მოქალაქეების საქართველო გინდათ, პაატა ბატონო?!"

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე პაატა ბურჭულაძის მიერ სოციალური დახმარების თემაზე გაკეთებულ დაპირებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ ლევან კალანდაძის პოსტს.

"ბოლო პერიოდი შეგნებულად, მაქსიმალურად თავს ვარიდებ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ეკონომიკური თუ სოციალური მესიჯების და დაპირებების შეფასებას და ყოველთვის (ნუ მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში) ვცდილობ ვიყო პოლიტ-კორექტული. მაგრამ, ის რაც დღეს ბატონი ბურჭულაძისგან მოვისმინე, უკვე ყოველგვარ "ზღვარს" სცილდება.

თემა "დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ ამას გავხდით ერთ მილიონს" არის ელემენტერული უცოდინრობის (არა მხოლოდ ეკონომიკის), პოლიტ-უმწიფრობის და ცრუ პოლიტ-პოპულიზმის "ბრწყინვალე" (ქრესტომათიული) ნიმუში. ეს არის უბრალოდ, ადამიანების ურცხვად და უსინდისოდ მოტყუების მცდელობა.

ღარიბი, დაჩაჩანაკებული, წელში გაწყვეტილი და გაუბედურებული, მათხოვრებად ქცეული მოქალაქეების საქართველო გინდათ პაატა ბატონო?!...

ვწუხვარ, მაგრამ "იქ" არ ხართ, სადაც უნდა იყოთ ბატონო ჩემო!

P.S. ეს არის ყველაზე "მაგარი" ეკონომიკური გუნდი გვყავსო?!

უჯიკეთ ბატონ ბურჭულაძეს, ან ფეხი მაინც დაადგით ხოლმე მსგავსი "გულუხვი" დაპირებების გაცემისას, ან ბოლოს და ბოლოს, მცირე "ინსტრუქტაჟი" მაინც ჩაუტარეთ ხოლმე ბატონებო... იცით ვისაც გგულისხმობთ"