საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო 100 000 მოსახლეზე  292.3 გარდაცვლილი მოდის

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის კვლევის თანახმად, 2060 წლისთვის 4-5 წამში ერთხელ ჰაერის დაბინძურების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვლება.

ეკონომიკური ფორუმი იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ჰაერის დაბინძურების შედეგად ყველაზე ბევრი ადამიანი იღუპება.

სერბეთი - 100 000 მოსახლეზე 137.2 გარდაცვლილი

რუმინეთი - 100 000 მოსახლეზე 138.2 გარდაცვლილი

უკრაინა - 100 000 მოსახლეზე 139.1 გარდაცვლილი

სიერა ლეონე - 100 000 მოსახლეზე 142.3 გარდაცვლილი

ჩინეთი - 100 000 მოსახლეზე 163.1 გარდაცვლილი

ალბანეთი - 100 000 მოსახლეზე 171.4 გარდაცვლილი

ბულგარეთი - 100 000 მოსახლეზე 174.8 გარდაცვლილი

ბოსნია და ჰერცოგოვინა - 100 000 მოსახლეზე 223.6 გარდაცვლილი

ჩრდილოეთ კორეა - 100 000 მოსახლეზე 234.1 გარდაცვლილი

საქართველო - 100 000 მოსახლეზე 292.3 გარდაცვლილი

2010 წელს ჰაერის მოწამვლით გარდაცვლილთა ეკონომიკური ღირებულება 35.2 პროცენტს გადასცდა. შედეგად, „მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის“ მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერით გამოირჩევა.