ჩინეთში G20-ის სამიტი გაიხსნა

ჩინეთის ქალაქ ხანჩჟოუში დიდი ოცეულის (G20) ორდღიანი სამიტი გაიხსნა.

ტრადიციულ სამიტში ოცეულის მუდმივი წევრები, 5 მიწვეული ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობენ.

წლევანდელი სამიტის მთავარი თემა „ინოვაციური, ჯანსაღი, ინკლუზიური და კოორდინირებული მსოფლიო ეკონომიკის მშენებლობაა“.

სამიტის დაწყებამდე მსოფლიო ლიდერებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. „სიენენის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. ერდოღანმა ასევე შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

G20-ის მუდმივი წევრები არიან ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, კორეა, მექსიკა, გერმანია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, რუსეთი, საუდის არაბეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, იაპონია და ევროკავშირი.

სამიტის მუდმივი მონაწილეები არიან საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის ცენტრალური ბანკი და მსოფლიო ბანკი.

G20-ის ქვეყნებზე მსოფლიოს მშპ-ის 85%-ზე მეტი მოდის.