ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება

ქუთაისში, მუხნარის ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება.

60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე გაშენდება. უნივერსიტეტში სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება 2019 წელს არის დაგეგმილი.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგეს და მას ფონდი ”ქართუ” აფინანსებს.

"უნივერსიტეტი ქვეყანას იმ დარგების მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის ესაჭიროება", - ნათქვამია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი, კავკასიის რეგიონის საგანმანათლებლო-სამეცნიერო და მიზიდულობის ცენტრი იქნება.