ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ გვაქვს შანსი, 7-8 წელიწადში, მაქსიმუმ 10 წელიწადში ეკონომიკა გავაორმაგოთ

თუ სწორად ავირჩევთ ხელისუფლებას და იგივე მიმართლებით წავალთ, დიდი შანსი გვაქვს 7-8 წელიწადში ეკონომიკა გავაორმაგოთ , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„7-8 წელიწადში ეკონომიკის გაორმაგება არის ძალიან რეალისტური, თუ კიდევ რაიმე უბედურება არ დატრიალდა რეგიონში ან რაიმე კატაკლიზმა არ მოხდა. ეკონომიკის ზრდა უნდა დაიწყოს და საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ტემპი და ჰქონდეს, როგორც არის, ზრდის ტემპი სხვაზე მაღალი რეგიონში, შეიძლება მაღალი ზრდის ტეპით ჩვენ მოვახერხოთ ეკონომიკის გაორმაგება. ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციით 10 000 დოლარს უნდა გადავაჭარბოთ. თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ის, რაც 4 წლის განმავლობაში დავაფუძნეთ, სწორად ავირჩევთ ხელისუფლებას და იგივე მიმართულებით წავალთ, ჩვენ გვაქვს შანსი, 7-8 წელიწადში, მაქსიმუმ 10 წელიწადში ეკონომიკა გავაორმაგოთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.