"მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველო 159 ქვეყანას შორის მეხუთეა

ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის საქართველო მე-5 პოზიციაზეა.

2016 წლის „მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის თანახმად, რომელიც CATO-ს ინსტიტუტმა, ფრაზერის ინსტიტუტმა და 50-ზე მეტმა მსოფლიოს წამყვანმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნეს, საქართველოს ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდა და მისი თავისუფლება 7.98 ქულით შეფასდა.

რეიტინგი 2014 წლის მონაცემებს ეყრნობა და ხუთ სექტორს მოიცავს. ეს სექტორებია - მთავრობის ზომა ეკონომიკაში, რაშიც საქართველოს 7,83 ქულა მიენიჭა, საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა - 6,61 ქულა, ფინანსების ხელმისაწვდომობა - 9,11 ქულა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და საბანკო, ბიზნესისა და შრომის ბაზრის რეგულაცია - 8,45 ქულა.

რეიტინგში პირველ ადგილზე ჰონგ კონგია, რომელსაც სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და კანადა მოსდევს.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, „მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების“ მოხსენების მიხედვით, რუსეთი 102-ე ადგილზეა, უკრაინა - 135-ე, თურქეთი - 90-ე, აზერბაიჯანი - 107-ე, სომხეთი კი მე-18 პოზიციაზეა.

მოხსენების თანახმად, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება მიმდინარე წლის ანგარიშში 6,85-მდე გაიზარდა. წინა ანგარიშში, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა, საქართველო 7,87 ქულით 157 ქვეყანას შორის მე-11 პოზიციაზე იმყოფებოდა.