წამლები, საწვავი და ავტომობილები – ყველაზე მსხვილი საიმპორტო ჯგუფები

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-აგვისტოში კვლავ სამკურნალო

საშუალებები იყო , რომლის იმპორტმა 1730 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 28 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 1558 მლნ აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 356 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 298 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს.

უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებში ასევე მოხვდნენ: ნავთობის აირები და აირისებრი

ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის, მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან, სიგარეტები და ხორბალი.