ტოპ 5 პროდუქტი, რომლითაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთში ვაჭრობენ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძნის ნატურალური ღვინოები გადის. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან რუსეთში 31 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა. უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალშია ასევე მინერალური და მტკნარი წყლები, ფეროშენადნობები, ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები, თხილი და სხვა კაკალი.

რაც შეეხება რუსეთიდან შემოტანილ პროდუქციას. როგორც სტატისტიკის სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხორბალი, სიგარეტი, მზესუმზირის ზეთი და ელექტროენერგია.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე