”საქართველოს რკინიგზამ” პროფკავშირებთან კოლექტიური ხელშეკრულება გააფორმა
”საქართველოს რკინიგზამ” პროფკავშირებთან კოლექტიური ხელშეკრულება გააფორმა
31 დეკემბერი / 2013
”საქართველოს რკინიგზამ" და ,,რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა" დღეს კოლექტიურ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით, რკინიგზელები, რომელთა შვილებიც პირველ კლასში შევლენ,  ერთჯერადად 125 ლარს მიიღებენ; დასაქმებულები, საიუბილეო ასაკის (50, 60, 65, 70) შესრულებისას ერთჯერადი პრემიით, 200 ლარით, წახალისდებიან.

დასაქმებულს ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მიეცემა დამატებითი 5 სამუშაო დღის ანაზღაურებადი შვებულება.

აღდგება მემანქანეებისთვის და რანგით მის ქვემოთ მყოფი კატეგორიის დასაქმებულებისთვის შვებულებაზე ფულადი დანამატები: კერძოდ, 5-10 წლამდე სტაჟის ჩათვლით – 90 ლარი
10 - 20 წლამდე – 120 ლარი,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხოლო 20 წლის ზევის – 180 ლარი.

დასაქმებულთა ბავშვების დაბადებისას დასაქმებულზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 600 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაცია ყოველწლიურად უზრუნველყოფს დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვას. გარდა ამისა, ვალდებულებას იღებს რკინიგზელების ხელფასებს გადახედოს და ფინანსურ შედეგებთან შესაბამისობის დადგენისთვის გამართოს მოლაპარაკება რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან კომპანიის აუდირებული შედეგების გამოქვეყნების შემდეგ (წლის აუდირებული შედეგი იდება მარტის თვეში);

ასევე რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მონაწილეობას მიიღებს ახალი შრომის შინაგანაწესის შემუშავებაში/ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროცესში.

ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ჩართულობა დასაქმებულთათვის შესამუშავებელი სოციალური პროექტების განხილვის პროცესში.

კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ადმინისტრაცია უზრუნველყოფს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მონაწილეობას საწარმოო ტრამვებისა და უბედური შემთხვევების მიზეზების შესწავლა-გამოკვლევაში;

კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ნებისმიერ საატესტაციო (მათ შორის გამოცდების) კომისიაში რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენელის მონაწილეობას;

ასევე ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას, სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და მკურნალობის ხარჯები, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილის ოჯახზე გასცემს სამართლიან კომპენსაციას.


კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, რკინიგზის გენერალურ დირექტორს მამუკა ბახტაძეს მოუწოდებს, ზაფხულის პერიოდში, ყველაზე მაღალი ტემპერატურის დროს, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებისთვის დროებით შეწყვიტოს ან შეამციროს სამუშაო პროცესი, ან შექმნას შესაბამისი პირობები.
32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს, - ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს სატრანზიტო დერეფანი თანდათანობით ხიბლს კარგავს. ქვეყანაში ტვირთბრუნვა ყველა მიმართულებით შემცირდა - რკინიგზა, პორტები, ავიაცია.
8-თვიანი კვლევის შემდეგ კონკურენციის სააგენტომ ნავთობ­პროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიები 54.698.329 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს 50-ტომიან დასკვნაში 1200 გვერდია.
"საქართველოს რკინიგზაში" მოქმედ პროფკავშირებთან გაფორმებული 2013 -2015 წლების კოლექტიური ხელშეკრულებისა და დამატებითი შეთანხმებების თანახმად, "საქართველოს რკინიგზამ" შრომითი დავების მომწესრიგებელი სპეციალური კომისია შექმნა.
ადმინისტრაციული ხაზი 300 მეტრითაც რომ არ გადმოწეულიყო, ხაზს ვუსვამ ამას, არანაირი საუბარი აფხაზეთის მონაკვეთზე სატრანზიტო რკინიგზის აღდგენაზე არ შეიძლება იყოს, როდესაც ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები,
ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნა.
"საქართველოს რკინიგზის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით 1-ელი ივლისიდან ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით მცირდება.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბიზნეს დელეგაცია საპარტნიორო ფონდს ესტუმრა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
03.08.2015
პროფკავშირები ეკონომიკის სამინისტროს "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" გაუქმებისა და ახალი ქნედითუნარიანი მაკონტროლებელი უწყების შექმნისკენ მოუწოდებენ.
სრულად
03.08.2015
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მესამე ანგარიშის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს.
სრულად
03.08.2015
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სრულად
03.08.2015
რუსეთსა და თურქეთს შორის ახალი გაზსადენის "თურქეთის ნაკადის" შესახებ შეთანხმება შემოდგომის დასასრულს იქნება მიღწეული.
სრულად
03.08.2015
ათენის საფონდო ბირჟამ, რომელიც ხუთი კვირის განმავლობაში გაჩერებული იყო, დღეს დილიდან მუშაობა განაახლა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
03.08.2015
04.08.2015
USD
1
USD
2.2711
2.2716
EUR
1
EUR
2.4943
2.4888
GBP
1
GBP
3.5391
3.5421
RUB
100
RUB
3.7454
3.6348
სასწრაფოდ იყიდება 90 კვ.მ.
3-ოთახიანი, 7(8), 75 კვ.მ. დღიურად,
სასწრაფოდ იყიდება 130 კვ/მ ფართის
სასწრაფოდ! იცვლება ბინა საუკეთესო ადგილას,
ვალუტის კურსი