მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციამ 2016 წლის მსოფლიო ვაჭრობის პროგნოზი შეამცირა

2016 წელს მსოფლიო ვაჭრობის მოცულობის ზრდა იქნება ყველაზე ნელი 2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ.

მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ახალი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა მხოლოდ 1,7 %-იან, 2017 წელს კი 1,8%-იან ზრდას დააფიქსირებს.

WTO-ს წინა, აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზით, 2016 წელს მსოფლიო ვაჭრობის ზრდა 2,8% უნდა ყოფილიყო, 2017 წელს კი 3,6%.

ორგანიზაციის განცხადებით, პროგნოზის შეცვლა განპირობებულია მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ვაჭრობის დაბალი მაჩვენებლით ჩინეთში, ბრაზილიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.