თბილისში ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა გაიმართა

საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობა ოთხმოცამდე ჩინურმა კომპანიამ მიიღო. მათ შორის იყვნენ ტექსტილის, ელექტრონული ტექნიკის, სამედიცინო მოწყობილობების, საოჯახო პროდუქციისა და აქსესუარების მწარმოებლები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო აგროსექტორი.

გამოფენა ჩინეთსა და საქართველოს შორის ექსპორტის კუთხით ახალი პერსპექტივების ხელშეწყობის მიზნით გაიმართა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე