ოპეკ-ის წევრი სახელმწიფოები ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებაზე შეთანხმდნენ

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის, ოპეკ-ის წევრი სახელმწიფოები ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნიგერიისა და ირანის ნავთობის მინისტრებმა განაცხადეს.

„ოპეკ-მა დღეს განსაკუთრებული გადაწყვეტილება მიიღო. 2,5 წლის შემდეგ მივაღწიეთ კონსენსუსს, როგორ უნდა ვმართოთ ბაზარი“, - განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ზანგანემ.

სააგენტო „როიტერ“-ის ცნობით, მიღწეული შეთანხმებით, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დღეში 32,5-33 მილიონ ბარელს მოიპოვებენ. ამჟამად, ეს მაჩვენებელი 33,24 მილიონ ბარელს შეადგენს.

ბოლოს ოპეკ-ის წევრები ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებაზე 2014 წელს შეთანხმდნენ, როცა ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა.

როგორც მოსალოდნელია, ნავთობის მოპოვების შემცირების გადაწყვეტილებას რუსეთიც მიიღებს.

აღნიშნული შეთანხმების შემდეგ ნავთობის ფასი 5%-ით გაიზარდა.