ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული საუკუნის პროექტი იწყება

მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულება მოიწონა. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, აღნიშნული ხელშეკრულება 9 ფაზისგან შედგება და საბოლოო ჯამში 100 მილიონ ტონაზე გადის.

„ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება ძალიან დიდი პრეზენტაცია, სადაც ძალიან დეტალურად გაგაცნობთ ხელშეკრულებას. დღეს მე მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო - იწყება საუკუნის პროექტი. ეს არის პროექტი, რომელმაც, როგორც პრემიერმა ბრძანა, მთლიანად უნდა შეცვალოს გეოპოლიტიკა, მთლიანად უნდა შეცვალოს ლანდშაფტი ჩვენს რეგიონში და უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი გავაათმაგოთ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.