საერთაშორისო სავალუტო ფონდი - მსოფლიოს 113 ქვეყნის საგარეო ვალმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

გლობალური ფინანსური კრიზისიდან რვა წლის შემდეგ, მსოფლიოს საგარეო ვალმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, გასულ წელს მსოფლიოს საგარეო ვალმა გლობალურ მშპ-ის 225% შეადგინა და 152 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ფონდმა მსოფლიოს 113 ქვეყნის სტატისტიკა დააჯამა და მონაცემები არაფინანსური სექტორის - სახელმწიფოების, არაფინანსური ფირმებისა და საოჯახო მეურნეობების დავალიანებას გულისხმობს.