პუტინის თქმით, დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკას აზარალებს

დასავლეთის სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე პირველ რიგში, ტექნოლოგიებთან წვდომაზე შეზღუდვებით გამოიხატება.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საინვესტიციო ფორუმის, "Россия зовёт" პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აღიარა, რომ რუსეთში გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, თითქოსდა სანქციებს არანაირი გავლენა არა აქვთ, ეს რეალობას არ შეესაბამება.

პუტინის მოსაზრებით, სანქციები აზარალებს არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკას, არამედ მსოფლიო ეკონომიკასაც, რადგან „რუსული ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია“.

ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2017 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს.