ერაყში ალკოჰოლის წარმოება, გაყიდვა და იმპორტი აიკრძალა

ერაყის პარლამენტმა ქვეყანაში ალკოჰოლის გაყიდვა, იმპორტი და წარმოება აკრძალა.

საკანონმდებლო ინიციატივის მომხრეთა განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის კონსტიტუციას სრულად შეესაბამება, რომლის მიხედვითაც, ისლამის საწინააღმდეგო ნებისმიერი კანონის მიღება აკრძალულია.

„ბიბისი“-ს ცნობით, მოწინაღმდეგეთა განცხადებით, კანონი კონსტიტუციით დადგენილ უმცირესობების რწმენისა და ღვთისმსახურების თავისუფლებას ზღუდავს, მათ შორის ერაყში მცხოვრები ქრისტიანების. ისინი კანონის გასაჩივრებას გეგმავენ.