ქალები საშუალოდ 39 დღით მეტს მუშაობენ, ვიდრე მამაკაცები

გენდერული უთანასწორობის რეიტინგში საქართველომ 144 ქვეყანას შორის 90-ე ადგილი დაიკავა.

ასეთია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული ანგარიშის შედეგები.

ეკონომიკური მონაწილეობისა და შესაძლებლობების პარამეტრით საქართველო 61-ე ადგილს, განათლების დონის პარამეტრით 78-ე ადგილს, ჯანდაცვისა და გადარჩენის პარამეტრით 119-ე ადგილს, პოლიტიკური უფლებამოსილების პარამეტრით კი 114-ე ადგილს იკავებს.

პირველ ადგილზე გენდერული თანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მოხვდა ისლანდია, მეორე ადგილზე ფინეთია, მესამეზე კი ნორვეგია. ტოპ-ხუთეულში მოხვდნენ შვედეთი და რუანდა. რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს იემენი.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მსოფლიოში ქალები საშუალოდ 39 დღით მეტს მუშაობენ, ვიდრე მამაკაცები.

დოკუმენტის თანახმად, გენდერული უთანასწორობის მაჩვენებლების დინამიკა იძლევა პროგნოზის საშუალებას, რომ მსოფლიოში მამაკაცებისა და ქალების ეკონომიკური თანასწორობის მიღწევა მხოლოდ 170 წელიწადში გახდება შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე