გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემსწავლელი პირველი ლაბორატორია გაიხსნა
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემსწავლელი პირველი ლაბორატორია გაიხსნა
12 თებერვალი / 2014
საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემსწავლელი პირველი ლაბორატორია "Quality Lab - ხარისხის ლაბორატორია" გაიხსნა.

ხარისხის ლაბორატორია ქვეყნის ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები პროდუქტის აღმოჩენასა და კვლევას აწარმოებს.

ხარისხის ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი ჭკადუამ აღნიშნა, რომ დღეიდან ლაბორატორია აკრედიტებულია და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრისგან შესაბამისი 17.025 ISO სერთიფიკატი გადაეცა.

მისივე თქმით, ლაბორატორია მზად არის, დაიწყოს გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემოწმება და ანალიზი როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისობრივ რეჟიმში.

ირაკლი ჭკადუას განმარტებით, ლაბორატორიაში გამოიკვლევენ ყველანაირ პროდუქციას და მათ შორის, სათესლე მასალასაც. მისი თქმით, თითო პროდუქტის კვლევას დაახლოებით 6-8 საათი სჭირდება, მომსახურების ღირებულება კი ყველა კომპანიასთან ინდივიდუალურად განისაზღვრება.

ხარისხის ლაბორატორია უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი და სამ დეპარტამენტს აერთიანებს. ესენია ქიმიური კვლევების, მიკრობიოლოგიისა და გმო ლაბორატორიები.
ხარისხის ლაბორატორია თბილისში, წერეთლის 95 ა-ში, მძლეოსნობის სასახლეში განთავსდა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, შალვა ამირეჯიბმა განაცხადა, რომ შემდეგ კვირაში პარლამენტში განსახილველად გავა კანონპროექტი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, აღნიშნული კანონით რეგულირდება ქვეყნის ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მიმოქცევის საკითხი, ქვეყანაში მათი შემოსვლა, გარემოში გასვლა.

"ასეთი ლაბორატორიის არსებობა, რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობაა კანონის ადმინისტრირებისთვის, რადგან სახელმწიფოს ასეთი ორგანიზმების იდენტიფიცირებისა და კონტროლის საშუალება უნდა გააჩნდეს", - აღნიშნა შალვა ამირეჯიბმა.

ხარიხის ლაბორატორია ამიერკავკასიაში ერთადერთი აკრედიტირებული ლაბორატორიაა, რის გამოც, დაინტერესების შემთხვევაში, ლაბორატორია მზადაა ნებისმიერი სახის პატნიორობისთვის.

საქართველომ 2013 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას, 2014 წლიდან კი შესაძლებელი გახდება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია საქართველოში წარმოებული საექსპორტო პროდუქციის ხარისხისა და შემადგენლობის კონტროლი. ხარისხის ლაბორატორია მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც.

ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებას დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი ცაგარეიშვილი და გოგი თოფაძე დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
საიტის კომენტარები (0)
კომენტარები facebook-ზე ( )
მსგავსი სიახლეები
ფქვილს ქიმიურ და სხვა სახის დანამატებს ურევენ, რაც ბუნებრივია, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე”

საკვებით მოწამვლა 2013 წელს საქართველოში 10 ყველაზე ხშირ ავადობის მიზეზს შორის დასახელდა. ეს, ალბათ, იმის შედეგია, რომ გასაყიდად გამოტანილი სურსათის შემოწმება სავალდებულო არ არის.

კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ კიდევ ერთი სიახლით წარდგა საკუთარი მომხმარებლის წინაშე.
უცხოურ საწარმოებში წინასაიმპორტო ვეტერინალურ-ინსპექტორული კონტროლი ძვირდება. საქმე ეხება არაკეთილსაიმედო ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციას, რომლის იმპორტისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად შემომტანი ვალდებულია, რიგ შემთხვევებში საწარმოში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მივლინება უზრუნველყოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი" ”სურსათის უვნებლობის კანონის” კუსტარული წარმოების კონტროლის გადავადებას აპროტესტებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის” პროექტის ფარგლებში ჩინეთიდან, ინდოეთსა და აშშ-დან საქართველოში შემოტანილი სოიოს ნახევარფაბრიკატები ლაბორატორიაში შემოწმდა.
მალე საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით (გმო) შექმნილი თესლის გამოყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილებები „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში შედის.
უახლოესი 3 თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სკოლების 500-მდე კვების ბლოკის (ბუფეტის) შემოწმება იგეგმება.
თბილისში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემსწავლელი ლაბორატორია - "ხარისხის ლაბორატორია" დაფუძნდა.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, ეთერ ინასარიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარ-ექიმები დააკავეს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.10.2014
ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლების მიერ გაფიცვის გამოცხადებას უცნაურად მიიჩნევს.
სრულად
30.10.2014

 

2014 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,9 პროცენტი შეადგინა.
სრულად
30.10.2014
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი და გაერო-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი კახეთის რეგიონს სტუმრობდნენ, სადაც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაციას დაესწრნენ.
სრულად
30.10.2014
საქართველოში ვიზიტით მყოფი ირანის საპარლამენტო დელეგაციის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ მათი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა კვლავ გაუადვილდებათ და კანონში სათანადო ცვლილებები აისახება.
სრულად
30.10.2014
თბილისის მერი, დავით ნარმანია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო "ჯაიკას" (JICA) აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კაე იანაგისავას და იაპონურ დელეგაციას შეხვდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
კურსი
კონვერტორი
ბირჟა
USD
1
USD
1.7544
EUR
1
EUR
2.2097
GBP
1
GBP
2.8070
RUB
100
RUB
4.0429
31.10.2014