მთავრობა საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის განსაზღვრაზე მუშაობს

მთავრობა საარსებო მინიმუმის ოპტიმალური მაჩვენებლის განსაზღვრაზე მუშაობს, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა.

"ზოგადად, საარსებო კალათის გაანგარიშება არის სტატისტიკოსების პირდაპირი საქმე, ჯანდაცვის სამინისტრო კი კვების პროდუქტების საბაზო კალორაჟის გათვლის კუთხით მუშაობს. ეს კომპლექსური საკითხია, რომელზეც მთავრობა მუშაობს. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ოპტიმალურ შედეგს მივიღებთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა საქართველოში 137.6 ლარი შეადგინა, ანუ, წინა წელთან შედარებით 4%-ით მოიმატა.