ყაზახეთი სარკინიგზო ტვირთების დივერსიფიცირებას საქართველოს გავლით გეგმავს

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის მეშვეობით, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს, ყაზახეთი ტვირთების დივერსიფიცირებას შეძლებს, - განაცხადა ყაზახეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა, ჟენის კასიმბეკმა საქართველოს ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრაზე.

როგორც კასიმბეკმა აღნიშნა, სატრანზიტო გადაზიდვების გაზრდა ყაზახეთის ”სატრანსპორტო სისტემების ინფრასტრუქტურის განვითრებისა და ინტეგრაციის სახელმწფო პროგრამა 2020” -ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. დოკუმენტი კი მეზობელმა ქვეყანამ გასულ წელს მიიღო.

კასიმბეკმა ისაუბრა ყაზახეთისთვის საქართველოსთან თანამშროლობის დიდ მნიშვნელობაზე, ამასთანავე, განაცხადა, რომ მისი უწყება მზად იქნება პარტნიორობის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად.

თავის მხრივ, პატარიძემ ხაზი გაუსვა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის მნიშვნელობას. კომიტეტს საფუძველი ყაზახეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა გასული წლის ნოემბერში ჩაუყარეს.

შეთანხმების მიხედვით, ახალმა უწყებამ ხელი უნდა შეუწყოს ტრანზიტული ტვირთების მოზიდვას, შეთანხმებული პოლიტიკის წარმოებას ტარიფების დადგენაში (ე.წ. გამჭოლი ტარიფების) და ერთობლივი ინტეგრირებული ლოჯისტიკური პროდუქტის შექმნას.

ზურაბ პატარიძის განცხადებით, კომიტეტის შექმნამ უკვე გამოიღო პირველი დადებითი შედეგები.