იაპონიის საელჩო ქართულ ბაღებს დაეხმარება

იაპონიის საელჩო ქალაქ ფოთში #6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას 90, 606 დოლარით დააფინანსებს. ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში არსებულ ბაღს კი- 90, 533 დოლარით, - აცხადებენ საელჩოში.

გრანტი "ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების" ფარგლებში გამოიყო და მისი მიზანია ბაღების აღსაზრდელთათვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართება, რომელსაც ელჩის, ტოშიო კაიტანის გარდა, პროექტთან დაკავშირებული სამთავრობო სექტორის და ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.