დავით სერგეენკო: ჩვენი ამოცანა არ არის დასაქმება, არამედ მისი ხელშეწყობა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი დასაქმების საიტის მიზანი არა დასაქმება, არამედ დასაქმების ხელშეწყობაა.

ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ღია ვებგვერდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს.

"ვცდილობთ, ვიყოთ შედეგზე ორიენტირებული. ჩვენი ამოცანა არ არის დასაქმება, არამედ ამის ხელშეწყობა იმისათვის, რომ შევისწავლოთ შრომის ბაზარი, მივცეთ რეკომენდაცია, მოთხოვნა სპეციალობებზე და დავეხმაროთ გადამზადებაში", - განაცხადა დავით სერგეენკომ.