თბილისში ავარიული სახლების რეაბილიტაცია იწყება

როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, დედაქალაქში ავარიული სახლების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ამიტომ საკრებულოს ინიციატივით, ავარიული ნაგებობების რეაბილიტაცია დაიწყება.

საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავარიულ სახლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, თბილისის საკრებულოს მიერ ტენდერი 2014 წლის 30 აპრილამდე გამოცხადდება.

პირველ ეტაპზე სამშებელო სამუშაოები ქალაქში არსებულ 25 ობიექტზე წარიმართება და ძირითადად ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორის, ისნის, მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონებს მოიცავს.