15 მილიონი ბოთლი  ქართული ღვინო 19 ქვეყანაში გავიდა

2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტმა მსოფლიოს 19 ქვეყანაში, 15 მილიონი ბოთლი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ეს ციფრი 243%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებლთან.

დავითაშვილის ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრის პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია. აქედან, ექსპორტის მთლიან მოცულობაში რუსეთი 71%-ით ლიდერობს. პირველი კვარტლის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 51 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 290%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამასთან, პირველ კვარტალში 9 ქვეყანაში ბრენდის ექსპორტმა 3 მილიონზე მეტი ბოთლი შეადგინა. ბრენდის ექსპორტი თანხაში 14 მილონ აშშ დოლარზე მეტია, რაც 113 %-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.