ევროპარლამენტმა "სამხრეთ ნაკადი" შეაჩერა

ევროპარლამენტმა რუსული გაზსადენის, "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო ”უნიანი” იუწყება, ევროპარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინას რუსეთთან გაზის საკითხში არსებულ დავაში დაეხმაროს.

ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად, "ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ გაზსადენი "სამხრეთის ნაკადი" არ უნდა აშენდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მიწოდების სხვა წყაროები".

”უნიანის” ინფორმაციით, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის დახმარება უკრაინისადმი გაზის რევერსის უზრუნველყოფაში, კიევს უსაფრთხოს გახდის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისგან.

ცნობილია, რომ ამ დროისთვის ბულგარეთმა თავის ტერიტორიაზე ნავთობსადენის "სამხრეთ ნაკადის" იმ მილების დემონტაჟი განახორციელა, რომელიც 2013 წელს რუსული "გაზპრომის" წარმომადგენლებთან ერთად დამონტაჟდა, როგორც "სამხრეთ ნაკადის" დაწყების სიმბოლო.