გერმანიამ რუსეთში სამხედრო პროდუქციის ექსპორტი შეწყვიტა

უკრაინაში არსებული ვითარების გამო, გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთში სამხედრო პროდუქციის ექსპორტი შეწყვიტა.

ამის შესახებ Deutsche Welle-ს რუსული სამსახური გერმანულ გამოცემა SüddeutscheZeitung-ზე დაყრდნობით იუწყება.

"უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე თანხმობა არ გაიცემა", - ნათქვამია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

გერმანული გამოცემის ცნობით, უკვე დაიბლოკა რუსეთში სამხედრო პროდუქციის ექსპორტზე 69 მოთხოვნა, რომლის საერთო ღირებულება 5,18 მილიონ ევროს შეადგენს. ამასთან, SüddeutscheZeitung-ის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა იარაღს, არამედ სხვა სახის სამხედრო პროდუქციას, თუმცა პროდუქციის სახეობა არ კონკრეტდება.