საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების პირველ სამეულში თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი შედიან

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების პირველ სამეულში თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი შედიან.

ოფიციალური ცნობით, წელს თურქეთის სავაჭრო წილი 368 მილიონ აშშ დოლარს, აზერბაიჯანის - 320 მილიონ დოლარს, რუსეთის კი - 190 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

თურქეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის შემდეგ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები უკრაინა (167 975 აშშ დოლარი), ჩინეთი (165 808 აშშ დოლარი), სომხეთი (122 406 აშშ დოლარი), გერმანია (115 541 აშშ დოლარი), აშშ (108 725 აშშ დოლარი), ბურგარეთი (89 218 აშშ დოლარი) და იაპონია (79 212 აშშ დოლარი) არიან.

დანარჩენი პარტნიორი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა საერთო ჯამში 795 826 აშშ დოლარს შეადგენს.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2014 წლის იანვარ-მარტში 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტს შეადგენს.