პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 4 მსჯავრდებული დაასაქმა

პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, თბილისში, რუსთავსა და დუშეთის რაიონში კიდევ ოთხი პირობითი მსჯავრდებული დასაქმდა.

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, ერთი პირობითი მსჯავრდებული სამშენებლო კომპანია "ანაგში" დასაქმდა, სადაც მისი დღიური შემოსავალი 20 ლარით განისაზღვრა.

დასაქმებულთაგან 2 რუსთავში არსებულ პურის საცხობში იმუშავებს. პრობაციონერები ყოველდღიურად 20 ლარს გამოიმუშავებენ.

კიდევ ერთი პირობითი მსჯავრდებული კი პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, დუშეთის რაიონის სოფელ პირმისაანთკარში მიმდინარე წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოებზე დასაქმდა. ის ყოველდღიურად 10 ლარს გამოიმუშავებს.