საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს შეისწავლიან

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით შეუსწავლელი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების გეგმას ამუშავებს.

გეგმის მიხედვით, მდინარეების წყალშემკრებ აუზებს ეტაპობრივად შეისწავლიან და შეუსწავლელ პოტენციალს გამოავლენენ.

ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, კვლევის მთავარი მიზნებია: წყალშემკრები აუზების/მდინარეების ათვისების გენერალური გეგმების შემუშავება;ადგილობრივი ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება; ჰიდრორესურსების კომპლექსური გამოყენება; მცირე და საშუალო ჰესების კასკადების შექმნა; რეზერვუარების შექმნა პოტენციალის მაქსიმალური ათვისებისა და შემდგომ ელექტროენერგიის გამომუშავების რეგულირების მიზნით; ელექტროსადგურების განვითარებისას დროს გარემოსდაცვითი საკითხების მაქსიმალური გათვალისწინება და ოპტიმიზაცია.

როგორს ფონდში აცხადებენ, მოცემული კვლევა იძლევა საშუალებას, შემუშავდეს აუთვისებელი ენერგეტიკული პოტენციალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს საინჟინრო ღონისძიებებს და მათ პრაქტიკულ შესრულებას. საპროექტო სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებული იქნება: კომპლექსური/ერთგვაროვანი სქემების შემუშავება, ერთგვაროვანი ნაგებობების და მოწყობილობების გამოყენება (მაგალითად სერიული წარმოების) და მათი დადებითი გავლენა პროექტის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე; ადგილობრივი მასალების და რესურსის გამოყენების საშუალებები.

პირველი ეტაპზე მდინარე რიონის აუზს შეისწავლიან.