ნავთობისა და გაზის კორპორაცია გაზსადენზე რეკონსტრუქციას გეგმავს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მდინარე ლოჭინზე, ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის II ხაზის გადასასვლელის რეკონსტრუქციას გეგმავს.

ამ მიზნით, კორპორაცია გარდაბანსა და თბილისში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვებს გამართავს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში საჯარო განხილვა 21 აგვისტოს გაიმართება, ხოლო თბილისში - 22 აგვისტოს.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ხელმისაწვდომია "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ვებ-გვერდზე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებებისა და შენიშვნებისათვის კორპორაციას წერილობით 2014 წლის 16 აგვისტომდე უნდა მიმართონ.