ქართული ღვინის ექსპორტის მთლიან მოცულობაში რუსეთი ლიდერობს

ქართული ღვინის ექსპორტის მთლიან მოცულობაში რუსეთი 66%-ით ლიდერობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის 6 თვეში (იანვარ-ივნისი) მსოფლიოს 34 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 26 872 145 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 136%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ჩინეთი, სადაც რუსეთი ლიდერობს 66%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, 17 901 244 ბოთლი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 87 270 181 აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 159%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამასთან, წლის პირველ ნახევარში სულ 10 ქვეყანაში ბრენდის ექსპორტმა - 5 587 168 (0,5ლ) ბოთლი შეადგინა. წლის პირველ ნახევარში, ბრენდის ექსპორტმა თანხაში 20 275 872 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 58%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ბრენდის ექსპორტში ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-ივნისის პერიოდში ექსპორტმა - 3 163 572 ბოთლი შეადგინა. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს 2 106 576 ბოთლით იკავებს რუსეთი.