საქართველოდან რუსეთში საზამთრო და ნესვიც გავა

პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანისას არ უნდა იყოს გამოყენებული ჩალის საფენირუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის განცხადებით, საქართველოდან რუსეთში ისეთი მაღალი ფიტოსანიტარული რისკის პროდუქციაც გავა, როგორიც არის ხახვი, ჭარხალი, სტაფილო, წიწაკა, ნესვი და საზამთრო.

”როსსელხოზნადზორის” ინფორმაციით, ჩამოთვლილი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანისას არ უნდა იყოს გამოყენებული ჩალის საფენი. როგორც რუსეთის სახელმწიფო უწყებაში განმარტავენ, კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია არ შეიძლება შევიდეს ქვეყანაში ხელბარგით ან ხელით შეტანილი ტვირთით.