მდიდრების და ღარიბების ქვეყანა

ჯინის კოეფიციენტი - ასე ჰქვია სტატისტიკურ ინდიკატორს, რომელიც ქვეყანაში შემოსავლების უთანაბრობას ასახავს.

საქართველოში ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0,42-ია, რაც მსუბუქად რომ ვთქვათ, იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში საშუალო ფენა არასაკმარისად არის ჩამოყალიბებული.

ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოში ჯინის კოეფიციენტი 2006 წლიდან მცირედით შემცირებულია. 2006 წელს ეს მაჩვენებელი 0,45 იყო და ყველაზე მაღალ ნიშნულს 2009-2011 წლებში გაუტოლდა - 0,46.

ჯინის კოეფიციენტი 0-დან 1-მდე განისაზღვრება და ქვეყანაში შემოსავლების თანაბრად გადანაწილების საზომია. რაც უფრო ახლოს არის მონაცემი 0-თან, ე. ი. თანაბარია ქვეყანაში შემოსავლების სწორი გადანაწილება. რაც უფრო უახლოვდება 1-ს, ანუ 100%-ს, ე.ი. შემოსავლების გადანაწილება აბსოლუტურად უთანასწოროა.

სამწუხაროდ, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ”მოწინავე” ქვეყანაა დოვლათის უთანასწოროდ გადანაწილების თვალსაზრისით და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის. ხოლო ქვეყანაში, სადაც საშუალო ფენა თითქმის არ არსებობს, საზოგადოება მხოლოდ მდიდრებად და ღარიბებად იყოფა.

გაგრძელება იხილეთ გაზეთ ”კვირის პალიტრას” ორშაბათის ნომერში