გიორგი თაბუაშვილი - 2013 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი იყო 6%-იანი ზრდა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა

პარლამენტში 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებს კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, მართალია, დაგეგმილი იყო ბუჯეტის 6%-იანი რეალური ზრდა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა.

,,2013 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი პარამეტრებიდან გამომდინარე შესრულება ნაკლები იყო, რომელსაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა და ეს ყველაფერი სრულად არის ახსნილი ანგარიშში. ყველაფერი დაკავშირებული იყო პოლიტიკურ არასტაბილურობასთან, რაც თავისთავად აისახა შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელზე. ასევე, გასულ წელს მოხდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გადახედვა. ამან ყველაფერმა იმოქმედა ბიუჯეტის შესრულებაზე. მართალია დაგეგმილი იყო ბუჯეტის 6%-იანი რეალური ზრდა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი თაბუაშვილმა.

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს დღეს პარლამენტში სხვადასხვა კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ.