შალვა ფიფია "სოფლის მეურნეობის განვითარების 2014-2020 წლების სტრატეგიას" წარადგენს

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია "სოფლის მეურნეობის განვითარების 2014-2020 წლების სტრატეგიას" წარადგენს.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სტრატეგიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობს.

პრეზენტაციას ექსპერტები, მეცნიერები, დარგობრივი ასოციაციებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.