ევროზონაში წარმოება შემცირდა

როგორც „Admiral Markets“-ის ანალიტიკური ჯგუფი წერს, გასულ კვირას მნიშვნელოვანი იყო ევროპიდან, იაპონიიდან და ჩინეთიდან გამოსული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.

კერძოდ, სუსტი მაჩვენებლებია ევროზონაში. რეგიონში შემცირდა წარმოება და კლებამ შეადგინა 1,1 პროცენტი, რაც წინა მონაცემთან შედარებით 1.7 პროცენტით ნაკლებია.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, წარმოებამ თვის მონაცემის მიხედვით ყველაზე მეტად დაიკლო პორტუგალიაში - 3.6 პროცენტით, შვედეთსა და დანიაში შესაბამისად - 3.2 და 2.1 პროცენტით, ხოლო გერმანიასა და საფრანგეთში - 1.8 პროცენტით. მატება დაფიქსირდა რუმინეთში, ლიტვასა და ჰოლანდიაში დაახლოებით 2 პროცენტით, ესპანეთში - 2,5 პროცენტით. ამ ინფორმაციების ფონზე კი ევრომ ძირითად ვალუტებთან მიმართებაში კვლავ დათმო პოზიციები.

იაპონიის ცენტრალური ბანკის ცნობით, არ შეიცვლება რბილი მონეტარულ პოლიტიკა, სანამ ინფლაციის მაჩვენებელი წლის მიხედვით არ მიაღწევს 2 პროცენტს. სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინასწარი მონაცემით, 2015 წლის დასაწყისში მიაღწევს 1.9 პროცენტს, ხოლო 2016 წლისთვის მაჩვენებელი დააფიქსირებს 2.1 პროცენტს.

აქედან გამომდინარე, სანამ ეს მაჩვენებელი არ იქნება მიღწეული, ისინი გააგრძელებენ ფულის ემისიის პროცესს, რომელიც დღეისათვის შეადგენს 70 ტრილიონ იენს წელიწადში ანუ 690 მილიარდ დოლარს. ასევე არ იგეგმება ისედაც ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, რომელიც ამჟამად შეადგენს 0.1 პროცენტს.

ჩინეთში კი ისევ გამოვიდა ძლიერი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. გასულ წელს ყველა წინასწარმეტყველებდა, რომ ჩინეთის ეკონომიკური განვითარება შენელდებოდა და იგი წლის მიხედვით ვერ მიაღწევდა 7.5 პროცენტს. თუმცა საპირისპიროდ განვითარდა მოვლენები. ბოლო მონაცემის მიხედვით, წლის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ უკვე შეადგინა 7.5 პროცენტი.

ასევე დადებითი გამოვიდა წარმოების, ინვესტიციებისა და საცალო გაყიდვების თაობაზე ინფორმაციები. ქვეყანაში წარმოების ინდექსმა მოიმატა 9.8 პროცენტით, ინვესტიციების ციფრი გაიზარდა 17.3 პროცენტით, ხოლო საცალო გაყიდვებმა ზრდა ანახეს 12.4 პროცენტით.

ამ კვირაში ველით შემდეგი მნიშვნელოვანი ახალი ამბების გამოქვეყნებას:

სამშაბათს შეერთებულ შტატებში გამოვა სამომხმარებლო ფასების ინდექსის თვის მონაცემი, ასევე სახლების ყიდვა გაყიდვის მაჩვენებელი და ეს ინფორმაციები იმოქმედებენ დოლარის კურსზე.

ოთხშაბათს ევროპაში გამოქვეყნდება მომხმარებლების ნდობის ინდექსი, იტალიაში - სავაჭრო ბალანსის შესახებ ინფორმაცია, საფრანგეთში - საქმიანობის აქტიურობის მაჩვენებელი და ეს ინფორმაციები იმოქმედებენ ევროს კურსზე. შეერთებულ შტატებში კი გამოვა ნავთობისა და ბენზინის მარაგების შესახებ მონაცემი, რომელიც იმოქმედებს ამერიკული ნავთობის ფასზე.

ხუთშაბათს საფრანგეთში, გერმანიასა და ევროპაში გამოვა მომსახურების სფეროს და წარმოების აქტიურობის ინდექსი, ხოლო დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვების თაობაზე მონაცემი და წინასწარი ინფორმაციებით ნავარაუდევია მატება. ხოლო იაპონიაში გამოქვეყნდება ექსპორტ-იმპორტის და სავაჭრო ბალანსის შესახებ მონაცემი, რომელიც იმოქმედებს იენას კურსზე.

პარასკევს იაპონიაში გამოვა სამომხმარებლო ფასების ინდექსი და წინასწარი ინფორმაციით, ნავარაუდევია მატება, გერმანიაში - საქმიანობის კლიმატის თაობაზე მონაცემი, ხოლო დიდ ბრიტანეთში მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ მაკროეკონომიკური მაჩვენებელი. ეს ინფორმაციები იმოქმედებენ იენას, ევროსა და ფუნტ სტერლინგის კურსზე.

კვირა დატვირთული არაა მნიშვნელოვანი ახალი ამბებით და ფორექსის ბირჟაზე არ ველით ძლიერ რყევებს.

მომზადებულია კომპანია „Admiral Markets“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ

www.admiralmarkets.ge