მონაცემთა ერთიან ბაზაში 4 665 096 ადამიანია რეგისტრირებული

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკით, მონაცემთა ერთიან ბაზაში 4 665 096 ადამიანია რეგისტრირებული.

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, 4 665 096 ადამიანიდან 48% მამაკაცი, ხოლო 52% ქალია.

რეგისტრირებული მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტი დედაქალაქში ცხოვრობს. თბილისში სულ რეგისტრირებულია ქვეყნის მთელი მოსახლეობის 26% – 1 223 319 პირი. აქედან 45% მამაკაცია, ხოლო 55% ქალი.