31 ივლისიდან რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები შევა ძალაში

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებმა გუშინ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმეს.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო ბანკებს ევროპაში აქციებისა და ობლიგაციების გაყიდვა აუკრძალა, ენერგეტიკის დარგის მოდერნიზებისთვის აღჭურვილობის ექსპორტი დაბლოკა, რომელიც კონკრეტულად ნავთობის სფეროს ეხება.

გარდა ამისა, ევროკავშირმა აკრძალვა დააწესა ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე, რაც რუსეთში იარაღის, ელექტრონიკისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებს, რომლებიც შესაძლოა, საომარი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული.

სანქციები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, 31 ივლისიდან.