რუსეთმა უკრაინიდან წვენის იმპორტი აკრძალა

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთმა უკრაინიდან წვენების იმპორტი აკრძალა.

როგორც "როსპოტრებნადზორის" პრესსამსახურში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება "მომხმარებლების უფლებების დაცვით" არის განპირობებული. გარდა ამისა, მოსკოვმა შეზღუდვები დაუწესა პოლონეთსაც. კერძოდ, პოლონეთიდან რუსეთში ხორცპროდუქტების, ბოსტნეულისა და ხილის იმპორტი აიკრძალა.

გუშინ "როსსელხოზნადზორის" თავმჯდომარემ, სერგეი დანკვერტმა განაცხადა, რომ მისი უწყება გეგმავს იმპორტის შეზღუდვას რიგი ქვეყნებიდან და არა - ევროკავშირიდან მთლიანად.