ევროკავშირი მზად არის, რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებს ევროპის თავზე ფრენა აუკრძალოს

ევროკავშირი მზად არის, რუსული ავიაკომპანიების კუთვნილ თვითმფრინავებს ევროპის თავზე ფრენა აუკრძალოს, თუ რუსეთი ევროპულ ავიაკომპანიებს ციმბირის თავზე ფრენების საშუალებას აღარ მისცემს.

ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გერმანიაში, რიჰარდ კიუნელმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, ევროკავშირი მზად არის, იმოქმედოს პრინციპით - "თვალი თვალის წილ". "სხვა არჩევანი არ გაქვს", - აღნიშნა კუნელმა და დასძინა, რომ საჰაერო კორიდორები საერთაშორისო შეთანხმებით არის დადგენილი და რუსეთი ვალდებულია, დაიცვას ეს შეთანხმება.

ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ევროპული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის თავზე ტრანზიტული ფრენების აკრალვას აპირებდა. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.