პუტინმა მოსკოვისთვის სანქციების დამწესებელი ქვეყნებიდან პროდუქციის შეტანა აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ ხელი მოაწერა განკარგულებას, ცალკეული სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების შესახებ რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

”რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დოკუმენტი ხელმოწერილია რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით. განკარგულება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე.

რუსეთის პირველმა პირმა თავისი განკარგულებით ერთი წლის განმავლობაში რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ნედლეულისა და სამეურნეო საქონლის იმ ქვეყნებიდან შეტანა აკრძალა, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

რუსეთის მთავრობას დაევალა, განსაზღვროს პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა შემოტანა აკრძალულია იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც მოსკოვს სანქციები დაუწესეს. ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა საქონელმწარმოებლებთან და სავაჭრო ქსელებთან ერთად მიიღონ ზომები სამამულო საქონლის გაზრდის შესახებ. პრეზიდენტმა ასევე დაავალა მთავრობას, მიიღონ ზომები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასების დაჩქარებულად ზრდა არ მოხდეს.