მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას განახორციელებს

საქართველოს მთავრობა თეთრი ყურძნის სუბსიდირებას 35 თეთრით, ხოლო წითელი ყურძნის - 15 თეთრით განახორციელებს.

ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ოთარ დანელიამ დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგინა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი 2014 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ. "მთავრობაზე გავიდა რთველის ახალი პროექტი, რომელიც მოიაზრებს სუბსიდირებას, თუკი ყურძენი იქნება 35 თეთრი, ხოლო წითელი ყურძენი 15 თეთრი, ეს არის საბოლოო პოზიცია", - განაცხადა ოთარ დანელიამ.