რუსეთმა ქვეყანაში დასავლური პროდუქტების იმპორტი აკრძალა

აკრძალვა ძალაში 1 წლის ვადით, დღეიდან შედის, მაგრამ სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა, გადაწყვეტილების გადახედვა მოხდეს.

რუსეთმა ქვეყანაში დასავლური პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ემბარგო შეეხო: ძროხის, ღორის, ქათმის ხორცს, თევზს, ყველს, რძის პროდუქტებს და ხილ-ბოსტნეულს. აკრძალვა ვრცელდება ევროკავშირის ქვეყნებზე, აშშ-ზე, ავსტრალიაზე, კანადასა და ნორვეგიაზე. ემბარგო არ ვრცელდება ბავშვის კვებაზე და კერძო პირების მიერ საქონლის შეძენაზე.

აკრძალული პროდუქტების სია მთავრობის სხდომაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გაასაჯაროა.

მედვედევმა ფედერალურ საბაჟო სამსახურს დაავალა, მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა შესრულდეს დადგენილება რიგი პროდუქტების იმპორტის აკრძალვის თაობაზე. რუსეთის პრემიერის თქმით, იმპორტის აკრძალვის პირობებში სპეკულაციურად ფულის შოვნა ”მკაცრად აღიკვეთება”.

აკრძალვა ძალაში 1 წლის ვადით, დღეიდან შედის, მაგრამ სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა, გადაწყვეტილება გადაიხედოს.