რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, რკინიგზის ადმინისტრაციამ რკინიგზელებს შეღავათიანი სამუშაო დრო დაუწესა

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციამ 19-20-21 აგვისტოს რკინიგზელებს საშეღავათო სამუშაო დრო დაუწესა.

პროფკავშირების ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, გათვალისწინებულ იქნა "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" რეკომენდაციები საქართველოში მოსალოდნელ ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით. პროფკავშირი მაღალი ტემპერატურის გამო, ყველაზე ცხელ დღეებში დასაქმებულთა იმ კატეგორიისთვის, ვისაც ღია ცის ქვეშ და დახურულ არაკონდიცირებულ სივრცეში უწევდა მუშაობა, საშეღავათო პირობებს და სამუშაო დროის შემცირებას მოითხოვდა.

ადმინისტრაციამ გაიზიარა დასაქმებულთა მოთხოვნები და 19-20-21 აგვისტოს რკინიგზელებს საშეღავათო სამუშაო დრო დაუწესა.