გერმანიაში მშპ-ს ვარდნას რუსეთის სანქციებს უკავშირებენ

წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის მოულოდნელი შემცირება გერმანიაში რუსეთის სანქციებსა და უკრაინის კრიზისის გაღრმავებას დაუკავშირეს.

2014 წლის მეორე კვარტალში გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი 0,2%-ით შემცირდა, რაც ნამდვილი მოულოდნელობა იყო იმ ფონზე, როცა პირველ კვარტალში გერმანიის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.

გერმანიის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ თუ უკრაინის კრიზისი აღარ გაღრმავდება და რუსეთის წინააღმდეგ აღარ იქნება გამოყენებული დამატებითი სანქციები, ეკონომიკის ზრდის მიმდინარე ვარდნა შესაძლოა, დროებით მოვლენად შეფასდეს.