კახა კალაძე : "ლარსი ჰესის" ფუნქციონირების აღდგენას სავარაუდოდ, 2 კვირა დასჭირდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "ლარსი ჰესის" აგრეგატები დაზიანებული არ არის.

კახა კალაძე დღეს დარიალის ხეობაში იმყოფებოდა და სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო. მისი განმარტებით, ჰესის ფუნქციონირების აღდგენას, სავარაუდოდ, 2 კვირა დასჭირდება.

"ჰიდროელექტროსადგურების მხრივ არის გარკვეული პრობლემა, რადგან ქვა-ღორღითაა ფაქტობრივად ყველაფერი დაფარული, თუმცა აგრეგატები, საბედნიეროდ, დაზიანებული არ არის. ალბათ 2 კვირა დასჭირდება, რომ მოხდეს "ლარსი ჰესის" გაწმენდა და ამის შემდეგ ის ჩვეულებრივ დაუბრუნდება ფუნქციონირებას", - აღნიშნა კალაძემ.

დარიალის ხეობაში მეწყერი 20 აგვისტოს ჩამოწვა.